|
2019-12-11 16:03:43, 1440 ნახვა
პოლიტიკა
პაატა დავითაია: ზურაბიშვილს ვურჩევ, ქართულ ჯარზე რუსი ექსპერტების შეფასებებს უსმინოს
„მე შემიძლია, ზურაბიშვილს ვურჩიო, უსმინოს რუს ექსპერტებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როგორ აფასებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“,- ასე ეხმაურება "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი, პაატა დავითაია ქართულ ჯართან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი შეფასებით, მხედართმთავრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჯარი არ გვყავს და არც გვეყოლება აბსოლუტური კატასტროფაა. "მე შემიძლია, ქალბატონ ზურაბიშვილს ვურჩიო, უსმინოს რუს ექსპერტებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როგორი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა და თუ როგორი ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს, რომელსაც აფასებენ რუსი ექსპერტები. მხედართმთავრისგან განცხადების გაკეთება, რომ ჯარი არ გვყავს და არ გვეყოლება, აბსოლუტური კატასტროფაა," - განაცხადა პაატა დავითაიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)