21:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-11 15:46:17, 1768 ნახვა

პოლიტიკა
გახარია ზურაბიშვილის განცხადებაზე: ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე

„ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან“,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ჯართან დაკავშირებული განცხადების გამო ბოდიში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება.

„ის, რაც ხდება დღეს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და აჩვენა, რომ ქართული ჯარის ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი, სახეზე გვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში, ტერორისტები, თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ. არ ვიცი, ბოლო მონაცემებით დასრულდა თუ არა ოპერაცია, მაგრამ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზეც, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე და უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან და რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა მათ ვუსურვო ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება,“ - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული ღონისძიების გახსნაზე სალომე ზურაბიშვილმა  თქვა: "არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics