|
2019-12-10 11:07:24, 1874 ნახვა
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ
ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება. საქართველო, რუსეთი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ეხება. როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, ჟენევის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება. „ჟენევის მოლაპარაკებები ის ფორმატია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან პირდაპირი კავშირი ხდება , რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქ იქნება ბორდერიზაცია, ახალგორის კრიზისი დღეს რაც არის, აბსოლუტურად რაც იქ ხდება და რა თქმა უნდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)