|
2019-12-10 10:46:47, 1716 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი ხანგოშვილზე: არაერთხელ მივმართეთ გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე
„რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ბანდიტი და მკვლელი ხანგოშვილის ექსტრადირებაზე“ , - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. პუტინის თქმით, ხანგოშვილი იყო სისხლიანი ადამიანი და 2010 წლის მოსკოვის მეტროს აფეთქების ორგანიზატორი. „ხანგოშვილი უხეში და სისხლიანი ადამიანი იყო. ერთ-ერთ საბრძოლო მოქმედებაში, რომელშიც ის მონაწილეობდა, მოკლედ 98 ადამიანი. ის იყო 2010 წლის მოსკოვის მეტროში აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ვფიქრობ, არაკორექტულია იმ დოპლომატების გაძევება, რომლებსაც ამ საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. რუსულმა მხარემ არაერთხელ მიმართა გერმანელ კოლეგებს ამ ბანდიტისა და მკვლელის ექსტრადირებაზე. სამწუხაროდ, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, 23 აგვისტოს მოკლეს. გერმანელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან დგას რუსული სპეცსამსახური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)