20:19 - 22 Jul, 2026
|
2019-12-09 23:05:12, 1495 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების ფორმატში ჩართვის სურვილი გამოთქვა. „ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" მიესალმება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობით გამართულ მოლაპარაკების ფორმატს. რამდენადაც აღნიშნული ფორმატი არის ორმხრივი, ის მოიცავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და მასში ჩართულია ყველა საპარლამენტო ფრაქცია, „დამოუკიდებელი დეპუტატები" მივმართავთ ევროკავშირის წარმომადგენლობას თხოვნით, გაითვალისწინოს შემდგომ რაუნდებში ჩვენი ჩართულობის შესაძლებლობა" - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)