|
2019-12-09 15:34:39, 1628 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ევრონესტის ასამბლეას: მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი გაფრინდაშვილი
„თხოვნით მოგმართავთ ასამბლეას, რომ შემოგვიერთდეთ რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“,- ასე მიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ მის დასაძლევად ეფექტური გზები უნდა შემუშავდეს. "საზოგადოება, რომელიც არის სრულიად გაყოფილი ვერ შეძლებს, რომ დაძლიოს თავისი ეგზისტენციალური სირთულეები, მით უმეტეს როდესაც იგი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გაყოფილი საზოგადოება უფრო მარტივია ოკუპაციისთვის, ის ვერ დაძლევს ამ პრობლემას და ვერ მიიღებს სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო პარტნიორებისგან. გაყოფილი საზოგადოება მთლიანად ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს. დიალოგი აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის. დიალოგი აუცილებელია ყველა მოქმედ პირს. ფორმა უნდა შეიცვალოს, უნდა ავიდეს სხვა დონეზე. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ჩავრთოთ ევროკავშირის პოლიტიკური აქტორები. არსებული პრობლემების ესკალაცია არ უნდა მოხდეს. არც საქართველოს სჭირდება ესკალაცია და არც რეგიონს. ყველამ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეფექტური გზა, რომ დავძლიოთ რუსეთის ოკუპაცია. დღეს, 9 დეკემბერს ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშაოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყონებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)