10:16 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 14:48:53, 437 ნახვა

საზოგადოება
აპრილ-ივნისში წინა წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ა.წ. აპრილ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა და 133 205 ერთეული შეადგინა (25 905 პირველადი და 107 300 მეორადი ტრანზაქცია).

რეესტრის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 19.4%-ს პირველადი, ხოლო 80.6%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის მეორე კვარტალშიც: 18.8% - პირველადი ტრანზაქციები და 81.2% - მეორადი ტრანზაქციები.

„აშკარაა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. მეორე კვარტალში 8.2%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 3.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა წინა კვარტალთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობაშიც: პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 16.8%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა - 0.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სეულის სასამართლომ სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთმა „ხოჭოების“ გამო სომხეთიდან ყველა სახის ბოსტნეულის, ხილისა და თხილის იმპორტი აკრძალა
რუსეთში ნავთობის წარმოება ზედიზედ მეექვსე თვეა მცირდება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics