|
2019-12-09 12:56:30, 1176 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ცენტრის გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსული ინტერესებს
„მიუღებელი იქნება ჩვენთვის თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში, რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოკუპაციის დასრულებამდე საქართველო არ წავა კომპრომისებზე ეროვნული ინტერესების ხარჯზე. „ვიდრე ოკუპაცია არ დასრულდება და რუსეთის ჯარისკაცები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება. მით უმეტეს, როდესც ჩვენ ვართ იმ პირობებში, როდესაც ვუპირისპირდებით რუსულ ძალას და პროპაგანდას, რომელსაც სამწუხაროდ, გარკვეული მოკავშირეები საქართველოშიც ჰყავს და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, არის ჩვენი მწვავე ოპონენტიც. ამ პირობებში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც მოემსახურება რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)