|
2019-12-09 12:30:23, 1050 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ პოლიტმატიმრებად ვერ ჩაითვლებიან
„ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "გავრილოვის ღამეს" დაკავებულების საქმეზე, სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა არის კანონის უხეში დარღვევა. „დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი რამე რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომ მოხდეს, მაგალითად აშშ-ის კაპიტოლიუმში, რომ სცადოს ვიღაცამ შესვლა ან გერმანულ რაიხსტაგში რა მოჰყვება ამას. ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ბუნებრივია, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ძალიან მარტივ საკითხზე გვაქვს საუბარი, თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცხადა და უხეშად დაირღვა კანონი”,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)