|
2019-12-09 12:01:24, 1051 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები: ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს
იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს“, - ამის შესახებ დღეს გამართლ ბრიფინგზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა. თამილა ლაფანაშვილის ცნობით, ხვალიდან იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და გაფრინდაშვილის ოჯახი მოუწოდებს მონაწილე მხარეებს გამოყონ ყველა ბერკეტი ექიმის გასათავისუფლებლად. მისივე თქმით, თუ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიღო შედეგი, პროტესტი იქნება რადიკალური. „„ხვალ, 10 დეკემბერს იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა ექიმის დაუყონებლივ, უპირობოდ გასათავისუფლებლად. ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ უკვე ერთი თვეა. ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული. თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს,"- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)