|
2019-12-08 14:33:22, 2295 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს
ოპოზიციური პარტიების ლიდერთა ნაწილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავს. ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც საქართველოში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებიან, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერებს ხვდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იქნება საარჩევნო კანონმდებლობა, კორუფცია, ნეპოტიზმი, რაც, მისი თქმით, საქართველოშია და 85 კაციანი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც ვაშაძის განცხადებით, 20 ივნისის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მედიას განუცხადა, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება ოპოზიციის იმ წინადადებების გაცნობა ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)