|
2019-12-08 14:25:33, 2222 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მაჟორიტარები იმუქრებიან რომ მმართველ პარტიას დატოვებენ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული ოცნების მაჟორიტარის მხრიდან მომდინარეობს მუქარა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ. „მუქარები იყო გაჟღერებული ამასთან დაკავშირებით, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს. გუნდში მიმდინარეობს შეხვედრები, კონსულტაციები. მე უმრავლესობის ბოლო შეხვედრას არ ვესწრებოდი, თუმცა გეტყვით, რომ არის ადამიანების ჯგუფი, ვინც კატეგორიულები არიან. აზრთა სხვადასხვაობა არის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. არიან ადამიანები, ვინც მომხრეა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის და არის ადამიანების დიდი ჯგუფი, ვინც მომხრეა, რომ ის ცვლილებები, რომელიც განხორცილებულია კონსტიტუციაში, შენარჩუნებული იყოს. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით და 2024 იქნება პროპორციული. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუნდმა მიიღო. დღეს არ გაგვაჩნია რესურსი, რომ ცვლილება განხორციელდეს“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)