19:13 - 22 Jul, 2026
|
2019-12-08 14:15:31, 2083 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია
დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა. "მოხარული ვარ გასულ კვირას შეხვედრის გაგრძელებით. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია. ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია. ასევე მოხარული ვარ, რომ შედგა შეხედულებების გაცვლა ბოლო დიალოგის დროს. ვნახოთ, რას მივაღწევთ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, სადაც მხარეები და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ იქნება ურთიერთგაგება“,- განაცხადა ჰარცელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)