13:21 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 17:41:57, 1308 ნახვა

საზოგადოება
ბიზნესგიდი - თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის

სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.

ბიზნესგიდის მომსახურება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სტარტაპებისთვის. პროექტის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის  გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და ბანკის პროცედურებში დახარჯული დროის დაზოგვა. ბიზნესგიდები თიბისის ყველა ფილიალში დახვდებიან მომხმარებელს და მათ გააცნობენ თიბისი ჯგუფის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტებს.

"თიბისი, როგორც ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებას. ბიზნესგიდის პროექტიც ამ სტრატეგიის ნაწილია. გიდები მომხმარებელს ბევრი განსხვავებული პროდუქტიდან საკუთარ ბიზნესსაჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და დაზოგავენ მათ დროს. გარდა ამისა,  თიბისის ნებისმიერ ფილიალში ბიზნესანგარიშების გახსნა და საბაზისო პროდუქტების მიღება კომპანიებს უკვე 7 წუთში შეუძლიათ, ხოლო ბიზნესსესხის განაცხადზე პასუხის მიღება -  15 წუთში.", - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლეგიონის ასოცირებული პარტნიორი.

თიბისიში ბიზნესგიდების მიღება უკვე დაიწყო. ვაკანსიის ნახვა და რეგისტრაცია  შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://career.tbcbank.ge/Job/4180 .





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics