|
2019-12-05 17:20:17, 1427 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: გვარამია დიდი ხანია ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნეა
„ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე“,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას სუს-ში დაბარების ფაქტს. მისი თქმით, სუს-ი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გადაქცეული. „მგონი გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე, ნიკა გვარამია უკვე ძალიან დიდი ხანია არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე და შესაბამისად, ის რაც სრულიად შეესაბამება მისი გამოხატვის თავისუფლებას სუს-მა გადააქცია პოტენციურად სამართლებრივი შევიწროების მიზეზად. ეს არის იმ ქვეყნის სუს-ი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და იმის ნაცვლად, რომ სუს-ი დაკავებული იყოს იმ საქმით, რომელიც მას ევალება, ის არის პირდაპირ პოლიტიკური შევიწროების და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაქცეული ბიძინა ივანიშვილის ხელში“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, გამოკითხვაზე 6 დეკემბერს, 11:00 საათზეა დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)