|
2019-12-05 15:59:22, 1535 ნახვა
პოლიტიკა
„სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან“ - ბესელია ორპალატიანი სისტემის შესახებ მაჟორიტარების ინიციატივას ეხმაურება
„ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარის გაკეთება“, - ასე ეხმაურება, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ახალ ინიციატივას. ბესელიას თქმით, შექმნილ რთულ ვითარებაში ახალი ინიციატივები, თანაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ივანიშვილის დაპირების ჩავარდნის ინიციატორი იყო, ქაოსს ქმნის. „ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მომიტევეთ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, არასერიოზული, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს. მე მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. შეცვლილი ვითარების გამო, ჯერ ისედაც ვნებათაღელვა არ ცხრება. რამოდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)