|
2019-12-05 12:58:38, 1760 ნახვა
კომენტარი
მამა ანდრია ჯაღმაიძე ათონელ ბერზე: საპატრიარქო ჯერ სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას დაელოდება
„საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოს არ აქვს იმის საშუალება, რომ მომხდარზე წინასწარი გამოძიება აწარმოოს. „მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს სასულიერო პირი დააკავეს, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. სინამდვილე იყო ის, რომ არა სასულიერო პირი, არამედ მისი მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)