|
2019-12-04 11:35:31, 5564 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე ეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადა, ბრიგადის სასროლეთი, ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობაში შემავალი სხვადასხვა სამხედრო ობიექტი მოინახულა. თავდაცვის მინისტრი მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი უტარდება ყაზარმებს, საცხოვრებელ კოტეჯებსა და სასადილოებს. მიმდინარეობს ბაზაზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, ასევე, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონების და ტრენაჟორების მოწყობა. დღესვე, მინისტრმა დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან გაუმჯობესდა. მოგვიანებით კი, ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობებს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)