12:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 15:55:08, 1494 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი კატარის ელჩს, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.  შეხვედრაზე მინისტრმა  ქვეყანაში ეკოტურიზმის და  აგროტურიზმის  განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.

შეხვედრაზე, კატარის ელჩმა ლევან დავითაშვილს პირადად მიულოცა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს არჩევა და მინისტრი კატარში დაგეგმილ გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics