17:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 15:40:32, 2574 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: ვისაც არ უნდა, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს, დროზე ჩამოშორდეს

„ყველა, ვისაც არ უნდა პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, უნდა გამოფხიზლდეს“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.

ბოკერიას თქმით,გუშინ, მცხეთის მერიასთან შეკრებილ მშვიდობიან ახალგზრდებზე, პოლიციამ იძალადა.

„ძალადობა იყო გუშინ, ეს არის ამათი სამარცხვინო საქციელი და პოლიციის ხელმძღვაელობის, ვინც ასეთი ხალხის გამო აკავებს ახალგაზრდებს მშვიდობიანი პროტესტის დროს. ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს, რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე, ღიად ხდება ეს ყველაფერი და მისთვის ყველა აგებს პასუხს, ვინც ამას ხელმღვანელობს. ყველა, ვისაც არ უნდა პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, დროზე უნდა გამოფხიზლდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ, სადაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები  აქციას მართავენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები კი, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics