|
2019-12-03 14:35:17, 1746 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი ლაბორატორიები თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა და რაც მთავარია, ის ლაბორატორიები, რომელიც ამ შენობაშია, არის უაღრესად მნიშვნელოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის და რაც მთავარია, საგამოძიებო კომპონენტის ეფექტურად წარმართვისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობასთან და ლაბორატორიებთან დაკავშირებით განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ლაბორატორია თანამედროვე მოთხოვნების უახლეს გამოწვევებს პასუხობს. „ეს ლაბორატორია ჩვენს პოლიციელებს, გამომძიებლებს აძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად შეასრულონ თავისი მოვალეობა. აქ არის სრულიად თანამედროვე, უახლესი ლაბორატორიები, რომელიც ჩვენ ადრე არ გვქონდა. დნმ-დან დაწყებული, ბალისტიკით დამთავრებული. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მთელმა გუნდმა ძალიან ეფექტურად იმუშავა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში გაკეთდა. მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს და რაც მთავარია, კრიმინალისტიკის დეპარტამენტს მივულოცო, ისინი უკვე რამდენიმე დღეა ოპერირებენ ამ შესანიშნავ გარემოში და ვუსურვო წარმატებები", - განაცხადა გიორგი გახარიამ. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენებული შენობა და მასში განთავსებული თანამედროვე ლაბორატორიები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალ შენობაში საერთაშორისო სტანდარტების 20 ლაბორატორია ამოქმედდა. ყველა ლაბორატორია მოწყობილია ISO სტანდარტების სრული დაცვით. დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნა ბიოლოგიური ექსპერტიზის სამსახური, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა და გენეტიკური კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. ეს ფაქტორი ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად აფერხებდა კომპლექსურ კვლევებს და სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებებს.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)