|
2019-12-03 14:29:51, 2741 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას
„გუშინ, თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ - ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას“ , - ასე აფასებენ მიმდინარე მოვლენებს „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „შენების მოძრაობის“ წევრები. მათი განცხადებით მმართველი პარტია და მისი ლიდერები, მათ მიერ მართული, აგრესიული ჯგუფების საშუალებით, საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობას ცდილობენ. „ლელოს“, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „შენების მოძრაობის“ წევრებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ იმოქმედონ კანონის შესაბამისად და თავიდან აირიდონ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება, რადგან სამოქალაქო დაპირისპირების ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება. „გუშინ, თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ - ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას. ნათელია, რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. ამასთან, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცემულია მმართველი პარტიის მიერ: ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ. მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლაკი იმისთვისაც მზად არიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას გაუხსნან გზა. მივმართავთ ხელისუფლებას: არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძესი ისტორიები ახლო წარსულიდან, რაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად ატყვია ჩვენს ცნობიერებას და სახელმწიფოს. მძიმე წარსულმა თუ რამე გვასწავლა ისაა, რომ პოლიტიკური განსხვავებები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესით და არა ძალადობით და იმიტირებული კონტრ-აქციებით. საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, შიშით, დაპირისპირებებით. ის მზადაა განახლებისთვის, მას სჭირდება გონიერი, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის ღირსეული, სტაბილური ცხოვრების და განვითარების გარანტიებს. მოვუწოდებთ სამოქალაქო აქტივისტებს და ახალგაზრდებს - მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაუშვან დაპირისპირებაში შესვლა მოძალადე ჯგუფებთან და არ წამოეგონ პროვოკაციებს; მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას - მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და რაც ჩვენთვის ასმაგად შემაშფოთებელია - ქვეყანას. ამიტომ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს, სამოქალაქო დაპირისპირებების ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)