|
2019-12-03 13:09:11, 2051 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში დაარეგისტრირებს
გაერთიანებული ოპოზიცია „გერმანულ მოდელს“ პარლამენტში დაარეგისტრირებს - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია გაითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეუთო/ოდირი აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გასცემს. „ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები, გარდა იმისა, რომ მ,შვიდობიან არაძალადობრივ პროტესტს აქვს ადგილი მთელი საქართველოს მასშტაბით, პარალელურად, დღე და ღამე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია სახელმწიფო ინტერესებთან. სწორედ ამიტომ, „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შევიმუშავეთ საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენი, კონსტიტუციონალისტების და დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და დღევანდელ მოთხოვნებს. ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სწორედ სახელმწიფო მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს - ოდირს, ვენეციის კომისიას და სხვებს იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე. სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისგან" გვესმის მხოლოდ ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, რომ უბრალოდ არ უნდათ და არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ადამიანები, დღეს ამ კანონპროექტს გადავუგზავნით სახალხო დამცველს და მივმართავთ თხოვნით, რადგან მხოლოდ მისი მექანიზმის გამოყენებით შეგვიძლია მივმართოთ ეუთო/ოდირს. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის განცხადება, რომ კანონი უნდა იყოს პარლამენტში დარეგისტრირებული, რათა გადაეგზავნოს ეუთო/ოდირს. ჩვენ მზად ვართ, ეს მოთხოვნაც შევასრულოთ და ხვალ ოპოზიციის საპარლამენტო წარმომადგენლობა, ამ კანონპროექტს პარლამენტში შეიტანს. ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა შენიშვნა ეუთოსა და ოდირის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)