|
2019-12-03 09:40:49, 1607 ნახვა
პოლიტიკა
ლონდონში ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში მხოლოდ ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში 3-4 დეკემბერს ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში- "NATO Engages: Innovating the Alliance" მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute - RUSI) თანაორგანიზებით ტარდება. შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე - "From the Baltic to the Black Sea: Security on NATO's Frontlines" მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევებზე. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის მოწვევით, დაესწრება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრას გამართავს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)