17:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 16:13:47, 1741 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: მელია კრიმინალია - პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევაში, სანქცია შეიძლება, უფრო მკაცრიც ყოფილიყო

„მელიასადმი დაკისრებული სანქცია რის საკმაოდ რბილი, საუბარია მხოლოდ ჯარიმაზე და თანამდებობის ჩამორთმევაზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

მისი თქმით, პოლიტიკური ანგარიშსწორების შემთხვევაში, სანქცია შესაძლოა უფრო მკაცრი ყოფილიყო.

„ყველამ დიდი ხანია იცის, რომ ნიკანორ მელია არის კრიმინალი, მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულები და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში. როგორც ხედავთ, აქ რომ იყოს რაიმე პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბარი, შეიძლება უფრო მკაცრიც ყოფილიყო ეს სანქცია. სანქცია არის საკმაოდ რბილი, საუბარია ჯარიმაზე და თანამდებობის ჩამორთმევაზე. შესაბამისად ეს არის იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, ის მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად „ქართუ ბანკის“ გაკოტრებაში და აქ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკიც ზედმეტია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics