|
2019-12-02 15:36:35, 1901 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაპირისპირებაა - ვიდეო
მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირებაა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. მოძრაობა „გაბედეს“ წევრები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც პარლამენტის წევრის და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოლქია, ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ. აქტივისტებმა ხუნდაძეს ღალატის ნიშნად 41 ვერცხლის მონეტა მიუტანეს. „კორდონი დაგვახვედრეს, ეს ახლა რას ნიშნავს გარდა იმისა, რომ იწვევს დაპირისპირებას ხალხს შორის. ჩვენი მოსვლის მთავარი მიზანი არის, რომ შევხვდეთ ხუნდაძეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ივანიშვილის პირადი ექიმი და ახლა შეიქმნა ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს აღუდგა ივანიშვილს და ითხოვს მაჟორიტარულს. კითხვები დაგვიგროვდა და მოვედი ამ ადამიანთან, მოვიტანეთ 41 ვერცხლი იმის ნიშნად, რომ ამ ადამიანებმა ქვეყანა გაყიდეს 41 ვერცხლად და დღეს "ქართულ ოცნებას" რაც კრავს ერთ გუნდად, არც არის ეს გუნდი, რაც კრავს ერთ რაღაცა დაჯგუფებად ეს არის ანგარება და ანგარება უნდა დასრულდეს საქართველოში, ანგარებიანი პოლიტიკოსები უნდა წავიდნენ. მოვედით აქ ახალგაზრდები, გულწრფელები, რომ მიგვეღო კითხვებზე პასუხები და ასეთი სიტუაცია დაგვახვედრეს“,- ამის შესახებ მოძრაობა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ნათელაშვილმა. დეპუტატის ბიუროსთან მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)