|
2015-07-22 18:22:04, 880 ნახვა
სამხედრო
„Agile Spirit 2015“ დასრულდა
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართველი და უცხოელი სამხედროები „Agile Spirit 2015“-ის ფარგლებში უკვე ბოლოჯერ შეიკრიბნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული წვრთნების დასრულების ცერემონიალი ტრადიციაა და ყოველთვის იმართება. ქართველი, ამერიკელი, ბულგარელი, რუმინელი, ლიტველი და ლატვიელი სამხედროები ცერემოანილის დაწყებამდე ერთმანეთს სწავლების შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ. ის ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოში პირველად იყვნენ, ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ბევრი ახალი მეგობრი შეიძინეს. თუმცა ამერიკელი საზღვაო ქვეითი ოფიცერი ჯო კოლდუელი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერია, უკვე მეორედაა საქართველოში. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან უხარია, როდესაც ნაცნობ ქართველ ჯარისკაცებს ხვდება. ოფიცერი კოლდუელის თქმით, წინა წელთან შედარებით, ქართული შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო დაიხვეწა. ამერიკელი სამხედროებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა პირველად იყო საქართველოში. ბულგარეთის 61-ე მექანიზირებული ბრიგადის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მარგარიტ მიხაილოვმა გამოსამშიდობებელ მიმართვაში ბევრი საქებარი სიტყვა უთხარა ქართველ სამხედროებს. მისი აზრით, “Agile Spirit 2015”-ის ერთ-ერთ წარმატება, სხვადასხვა ქვეყნების სამხედროების დამეგობრებაცაა. ტრადიციულად, სწავლების დასრულების ცერემონიალი საქართველოს ჰიმნით დაიწყო. წვრთნების მონაწილე სამხედროებს სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსმნებმა სიტყვით მიმართეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ ამერიკელ, ბულგარელ და რუმინელ ოფიცრებს შესაბამისი სერთიფიკატები პირადად გადაცა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველო ერთი წლის შემდეგ ისევ უმასპინძლებს. ქართველი სამხედროები და მათი ნატოელი მეგობრები კი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)