|
2019-11-30 17:35:09, 3714 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დისკუსიის განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია
„ჩვენ გვაქონდა მსჯელობა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით. დიდი ხანი გაგრძელდა დისკუსია, ყველამ დაინახა რეალურად ამ დისკუსიის განმავლობაში, რომ გერმანული მოდელი არის ცხადად წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან. ეს იყო აბსოლუტურად ნათელი",-ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებტან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მმართველი პარტიის და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაიმე ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არარეალისტურია და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს. „რაც შეეხება სკონსტიტუციო ცვლილებებს, ამის თეორიულ შესაძლებლობას. ჩვენი მხრიდან აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების რესურსი არ არსებობს და პრინციპში ეს თქვეს ოპოზიციის გარკვეულმა წარმომადგენლებმაც,შესაბამისად, ოპოზიცია გადაერთო გარკვეულ იდეებზე, ოღონდ ეს არ იყო წინადადება, ეს იყო იდეები, რომელიც ერთანეთთანაც არ ჰქონდათ შეთანხმებული",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, კონსულტაციები და კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან გაგრძელდება და თუ ოპოზიცია შეძლებს ისეთი წინადადების წარმოდგენას, რომელიც იქნება თავსებადი კონსტიტუციასთან, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მზადაა კონკრეტული წინადადებები განიხილოს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)