|
2019-11-30 15:32:27, 2493 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ჩვენი პოზიცია ურყევია. საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება
„გერმანულ მოდელზე, რომელსაც ითხოვდა ოპოზიცია შედგა მსჯელობა და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის მსჯელობა, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, უცხოელი კოლეგებისგან იყო ალტერნატიული ტიპის შემოთავაზებები და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, „ქართული ოცნება“ მზად იქნება დიალოგისთვის. „ჩვენ ურყევ პოზიციად დარჩა ის, ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში და ქართული ოცნება მზადაა დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ურყევი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი არის ძალაში და გერმანული მოდელი არის ანტიკონსტიტუციური, თუ იქნება სხვა შემოთავაზებები, რომელზეც მინიშნებები გაკეთდა უცხოელი კოლეგებისგან. თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში რომელიც დღეს არის მოქმედი, რა თქმა უნდა ქართული ოცნება არ დაიზარებს, ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური ვერ მოიტანა. კითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად ამაზე ჩვენი პასუხი არის არა, იმიტომ რომ გუნდის შიგნით რესურს ვერ ვხედავთ , რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. დიალოგი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ქვეყანას ვცემთ პატივს თუ მომავალი შეხვედრა ჩაინიშნება ამ შეხვედრაზე აუცილებლად ვიქნებით," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)