16:51 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:26:27, 1212 ნახვა

პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი: იმედი გვაქვს, შეხვედრის მონაწილეები ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე იმსჯელებენ

 „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა“, - ასე შეაფასა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა.

ელიზაბეთ რუდმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, მხარეებს დიალოგისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხდა. ძალიან გვიხარია, რომ დღეს ეს დიალოგი დაიწყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დიალოგი იქნება შესაძლებლობების და გადაწყვეტილებების მოძებნის საშუალება და არა რაიმე ვარიანტის გამორიცხვა.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შეხვედრაზე წარმოდგენილნი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც მხარეებს გაუზიარებენ საკუთარ რჩევებს და საექსპერტო ცოდნას ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, აქ იმყოფებიან ევროკავშირის და გერმანიის ელჩები. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ იმას, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ქვეყნისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაზე და გამოავლენენ ევროინტეგრაციისკენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისადმი ერთგულებას", - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics