16:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 14:33:26, 3130 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი ოპოზიციას: მოემზადეთ არჩევნებისთვის, იქნებ ამომრჩეველი „ნაციონალებს“ აბრუნებს ხელისუფლებაში

„მოემზადეთ არჩევნებისთვის, იქნებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი მომავალი არ აქვს და ეს მათაც იციან.

„მოემზადეთ არჩევნებისთვის, ხალხი იტყვის თავის სათქმელს. 2020 წელს საქართველოს ამომრჩეველი იტყვის, უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, თუ უნდა დარჩეს, თუ უნდა დარჩეს რამდენი წარმომადგენლით, უნდა დაბრუნდნენ თუ არა „ნაციონალები“ ხელისუფლებაში. იქნებ, საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდნენ, რატომ არ უნდათ, რომ არჩევნებისთვის მოემზადონ? ალბათ,  მათ იციან, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ. არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი შორს მყოფი მშიშარა ბელადი, რომელიც ვერ ჩამოდის და არსებობენ პარტიასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები მათი ყოფილი ნაწილები, დანაყოფები და ასე შემდეგ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტირება ვერ შედგა, აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, რადგან იქ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა  მისულიყო. მათ ბიბლიოთეკის შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრს ბიბლიოთეკაში შესვლა პოლიციის დახმარებით მოუწია. რაც შეეხება შენობიდან გამოსვლას, წულუკინმა ეროვნული ბიბლიოთეკა შეძახილებისა და სტვენის ფონზე, პოლიციის დახმარებით დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics