08:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 13:40:46, 2794 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს, საექსპორტო ბაზრებს ახალი ქვეყნები დაემატა

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები განიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში ნარინჯისფერი რთველის მიმდინარეობაზე და საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

,,ნარინჯისფერი რთველი აჭარაში აქტიურ ფაზაშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ციტრუსის სეზონი ჩავატაროთ წარმატებით. წელს გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები. ტრადიციულ ბაზრებთან ერთად რამდენიმე ახალი ქვეყანა, ახალი საექსპორტო მიმართულება დაემატა, მათ შორის სინგაპური, სლოვენია, ყატარი და ა.შ. ფასები არის საკმაოდ მაღალი და ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს ჯეროვანი მუშაობა, რომ თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ფერმერმა მიიღოს მაქსიმალური შემოსავალი და ნარინჯისფერი რთველი აჭარაში წარმატებით ჩატარდეს"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში ციტრუსის რთველს კოორდინაციას უწევს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

რაც შეხება საექსპორტო მონაცემებს, დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა  3 909 ტონა შეადგინა. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სინგაპური, სლოვენია, ყაზახეთი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics