09:50 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 10:50:36, 1007 ნახვა

საზოგადოება
ჰოლივუდის კინოსტუდიები არალეგალური ფილმების ჩვენებისთვის საქართველოს სანქციებით ემუქრებიან

წამყვანი ამერიკული კინოსტუდიები, მათ შორის "დისნეი", "ნეტფლიქსი", "პარამაუნტ პიქჩერზი", "სონი პიქჩერზი", "უნივერსალ სითი სტუდიოს" და "ვორნერ ბროს", საქართველოში არსებულ ინტერნეტ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კინოსტუდიების მიერ კომუნიკაციების კომისიის, საქ.პატენტისა და ინტერეტ მეკობრების წინააღმდეგ შექმნილი ასოციაციაციისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული ვებ-გვერდები წლების განმავლობაში, უკანონოდ მოიპოვებენ და ასაჯაროვებენ სხვადასხვა სახის კონტენს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის.

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 29 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია" ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ გამართავს პრესკონფერენციას, რომელსაც გაუძღვებიან ზურა ბეჟაშვილი (ასოციაცია ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ), კოტე ჩლაიძე (ეროვნული კინოცენტრი), დავით ვაშაძე (კინოკლასტერი) გიგა კობალაძე (საავტორო უფლებათა ასოციაცია), ანდრო დგებუაძე (ტელეკომპანია "იმედი") და გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics