|
2019-11-27 15:41:33, 1599 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ქ. ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქ. ბრიუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის სრულყოფილი იმპლემენტაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტყის მდგრადი მართვის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულ და ეფექტიან შესრულებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)