|
2019-11-27 15:40:34, 1566 ნახვა
პოლიტიკა
ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს
ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგში საზეიმო ღონისძიებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტი ლინოს ალექსანდრე სიცილიანოსი ესწრება. ევროსასამართლოს პრეზიდენტმა საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ თავმჯდომარეობის პრიორიტეტები სწორად შეარჩია. „ჩვენ მოხარულები ვართ და ვულოცავთ საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება. ვიცით, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობამ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა. აღნიშნული თემატიკა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, რომ ქვეყანამ სწორად შეარჩია თავმჯდომარეობის პრიორიტეტები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს წარმატებული თავმჯდომარეობა ექნება. მომავალი წლის მაისში შესაძლებლობა მექნება პირველად ვეწვიო საქართველოს, თავმჯდომარეობის ფარგლებში თბილისში დაგეგმილ მინისტერიალზე დასასწრებად“, - განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტმა. სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იწყება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)