14:35 - 22 Jul, 2026
|
2019-11-27 13:20:34, 2358 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. კერძოდ, აქტივისტები დეპუტატს მედიაცენტრ „მთავარში“ მაშინ მიუვარდნენ, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. ახალგაზრდებმა მას შენობა ხმამაღალი შეძახილებით და სასტვენებით დაატოვებინეს. მაჭარაშვილს პრესკლუბის შენობის დატოვება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოუწია.. „სამარცხვინო მაჟორიტარი ხარ შენ. ხალხს უნდა გასცე პასუხები. ამ ადამიანმა ჩააგდო პროპორციული არჩევნები. კანონპროექტის ჩაგდების ინიციატორი თავად იყო. ახლა ეს ადამიანი დააწინაურეს და გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ქართველი ხალხის ღალატისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აცხადებდნენ აქტივისტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)