08:39 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 11:35:06, 856 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - სოცქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული ყალბი გვერდები იქმნება, რომლებიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას

„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი გვერდების შექმნის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირებაა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics