|
2019-11-26 16:46:45, 1384 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: პარლამენტის შენობასთან მიმდინარე პროტესტი ქვეყნის რეპუტაციას ლახავს
„ის ფაქტი, რაც ხდება ქუჩაში რეპუტაციულად არ არის სასიამოვნო“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში დესტრუქციული ქმედებები გაასმაგებული იქნებოდა. „რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის ფაქტი, რაც ხდება ქუჩაში. მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც მხედველობის არეალში ხვდება არა მხოლოდ საზოგადოების, რომელიც დაძაბულია, არამედ ბევრი უცხოელის თვალშიც. ეს კი რეპუტაციულად არ არის სასიამოვნო. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას რომ ვიღებთ და ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, ამას მეტყველებს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც მერწმუნეთ, პროპორციულ სისტემაზე ასე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული და გაასმაგებული“. - განაცხადა ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)