|
2019-11-26 12:02:51, 1332 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, „პარლამენტში ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ“
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს და მოუწოდებს, „ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდნენ“. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია შეუძლია საკუთარი პოზიცია და არგუმენტები ნებისმიერ საპარლამენტო ფორმატში წარმოადგინოს. „მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, საპარლამენტო ფორმატებს. ის რაც აქვთ სათქმელი, არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, აჩვენონ საზოგადოებას, რომელიც მათ სურთ ნებისმიერ პოლიტიკურ ფორმატში, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები, წარმოადგინონ, დაუპირისპირპონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა, ამისთვის არის მთავარი პოლიტიკური ორგანო - საქართველოს პარლამენტი. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი და ნორმალურ დემოკრატიულ სისტემებში ადგილი, სადაც შეიძლება მოხდეს ასეთი საკითხების განხილვა“, - განაცხადა თალაკვაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება იქნება დაცული, თუმცა ასევე იმ მოქალაქეების ინტერესიც, რომლებსაც სურთ, ქვეყანამ ნორმალური ფუნქციონირება გააგრძელოს. „ასევე მინდა ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ პარლამენტი მუშაობს, გააგრძელებს თავის საქმიანობას იმისათვის, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყნის მომავალს, პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რეგიონებსა, თუ დედაქალაქში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის და მთავრობის მხრიდან. მისაღები გვაქვას 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც ძალიან ბევრი თანამოქალაქის, მთელი ქვეყნის ინტერესებშია. ვისაც უნდა, რომ კანონის პარგლებში გამოხატოს პროტესტი, ეს უფლება იქნება დაცული, თუმცა მეორეს მხრივ, იმ მოქალაქეების ინტერესიც, ვინც ელოდება, რომ ქვეყანა აგრძელებს ნორმალურ ფუნქციონირებას, იქნება დაცული. ეს არის პოლიტიკა, პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ამ პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)