|
2019-11-26 07:55:38, 1220 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მოტყუებულ ხალხს, მმართველი გუნდი სპეცრაზმითა და პოლიციით დაუპირისპირდა
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ ხელისუფლების მიერ მოტყუებულ ხალხს, მმართველი გუნდი სპეცრაზმითა და პოლიციით დაუპირისპირდა. ,,ხელისუფლების ტყუილმა გამოიყვანა ადამიანები ქუჩაში და აი, ამ ტყუილის გამო გასაპროტესტებლად გამოსულ ადამიანებს ხელისუფლება სპეცრაზმითა და პოლიციით უპირისპირდება. ეს არის მათი არჩევანი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან. ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ. დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია" მათ აანთეს სანთლებიც. ამის შემდეგ პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმა გაათავისუფლა და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩამოწია, გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკაც, კერძოდ წყლის ჭავლის მანქანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)