|
2019-11-25 21:49:50, 1128 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან კარავი გაშალეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ისინი შენობის პიკეტირებას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. „ჩვენ ვუთხარით ხელისუფლებას, რაც არ უნდა მოიყვანოთ რობოკოპები, პოლიციელები, რაც არ უნდა დაარღვევინოთ კანონი პოლიციას და მუშტები გვიქნიოთ, ამოცანა არის იმდენად მნიშვნელოვანი, ეს არის დაბრუნება არჩევანის, რომ ადამიანებმა თავად განსაზღვრონ როგორი იქნება მათი მომავალი. ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, აუცილებლად იქნება პიკეტირება, გავათენებთ აქ ღამეს, აუცილებლად გადაიკეტება რუსთაველი და ვიბრძოლებთ აქ ბოლომდე. ვერც ციხე, ვერც რობოკოპი ვერ შეწყვეტს ჩვენს პროტესტს“, - განაცხადა ხოშტარიამ. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან გადანაწილდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხვალ დეპუტატებს პლენარული სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ. მთავარი მოთხოვნა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)