|
2019-11-25 19:59:28, 1055 ნახვა
საზოგადოება
„ერთად ერთის წინააღმდეგ!“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა [live]
თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. ადგილზე ასობით მოქალაქე კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა. აქციას ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტთა ნაწილი „რესპუბლიკის მოედნიდან“ მსვლელობით შეურთდა. ასევე, თსუ-ს ეზოდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს სტუდენტებმაც. გარდა ამისა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტის პიკეტირებას დღესაც გეგმავენ, რათა ხვალ, დეპუტატებმა პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლონ. თავის მხრივ, მმართველი გუნდში ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას ხელისუფლება არ დაუშვებს და საჭიროების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს. აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიაზე მობილიზებული დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. გარდა ამისა, პარლამენტის ეზოში დილიდან პოლიციის დამატებითი ძალებია განლაგებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)