|
2019-11-25 13:34:23, 2463 ნახვა
რეგიონი
ლევან დავითაშვილი რაჭის მოსახლეობას შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ქ. ამბროლაურში, რაჭის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ საჭიროებებს გაეცნენ. მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა, მათ შორის ხე-ტყის მოპოვებასა და არაკომერციული მიზნით ქვიშა-ხრეშის ხელმისაწვდომობაზე. ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააცნო და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მათი საჭიროებები. „მოსახლეობასთან შეხვედრების ასეთი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და შემდგომ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ როგორც საკანონმდებლო დოკუმენტებში, ასევე, სახელმწიფო პროექტებსა და აქტივობებში. მოსახლეობის მხრიდან იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ მარეგულირებელ დოკუმენტებში და სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე გაითვალისწინა. ესენია ტყით სარგებლობის და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხები, რომლებიც უკვე ინიცირებულია და მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის 253 სოფელში, 203 შეხვედრა გაიმართა.
(NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)