|
2019-11-25 11:01:35, 1219 ნახვა
პოლიტიკა
პარტია ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრაზე მსჯელობა იქნება აკაკი ზოიძის ინიციატივასთან დაკავშირებითაც, რომელიც 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს. ურჩ მაჟრიტრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სხდომა გუშინაც გაიმართა. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით", - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრა შედგა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის იმ მაჟორიტარებთან, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან. ხუნდაძის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. დამატებით, თუ რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობაში და კონკრეტულად რატომ იყო გამართული შეხვედრა "პროდუქტიული", დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს. "ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რასთან დაკავშირებით იყო", - თქვა ხუნდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)