13:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 16:17:17, 2016 ნახვა

პოლიტიკა
გირჩის ინიციატივა - ხელისუფლების ცვლის შემთხვევაში ნაციონალების ხელში ძალოვანები არ უნდა აღმოჩდნენ

"გირჩის“ ახალი ინიციატივა - ზურაბ ჯაფარიძის  თქმით უნდა შეიქმნას გარანტიები, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდება.

როგორც „გირჩის“ ლიდერი განმარტავს, ამ თემაზე მათ უკვე აქვთ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება. სხვა რაღაცები პრობლემა არ არის, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები. – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს სახელისუფლო გუნდი სწორედ იმით აშინებს ამომრჩეველს, რომ ძალოვანი უწყებები შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღმოჩნდეს, ამიტომ ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს ბერკეტიც უნდა წაართვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics