|
2019-11-23 12:55:18, 2699 ნახვა
საზოგადოება
„თალაკვაძე ჩამოდი და იჭყუმპალავე“ - მოძრაობა „შეცვალემ“ პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა
მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე მოგზაურობას აპროტესტებენ რის გამოც, მათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. კერძოდ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჭურჭელი მიიტანეს, რომელშიც წყალი ჩაასხეს და არჩილ თალაკვაძეს მოუწოდეს აქ გააგრძელოს ჭყუმპალაობა, რომელიც კომოს ტბაზე ვერ დაასრულა. „გვინდა მივმართოთ ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ასეთ რთულ ვითარებაში ის უნდა იყოს საქართველოში, რადგან ქვეყნის მეორე პირია. არ უნდა ტოვებდეს ქვეყანას ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში დასასვენებლად და კომოს ტბაზე საჭყუმპალაოდ. ეს წყალი ისეთივეა, როგორიც კომოს ტბაზე. მართალია ცოტა ცივია. ზუსტად ისეთივე ცივია, როგორი ცივი წყალიც ჩვენ გადმოგვასხეს 18 ნოემბერს“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)