|
2019-11-22 18:41:29, 2617 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე ივანიშვილს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. როგორც ზოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერენდუმი აუცილებელია იმისათვის, რომ დადგინდეს, სურს თუ არა მოსახლეობას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს. „გადავწყვიტე საჯაროდ მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, უმოკლეს ვადაში მიიღონ ზომები რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მწამს, რომ ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს მოხსნის“, - აღნიშნა ზოიძემ. რაც შეეხება შეკითხვას, აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას, ზოიძემ განაცხადა, ამას მის ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პასუხის მიღების შემდეგ გადაწყვეტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)