17:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 12:43:38, 3288 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე: რასაც დილიდან ვუყურებ, მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია

„დღეს დილიდან რასაც ვუყურებ მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია“, - ასე ეხმაურება  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების  მიერ რეგიონებში მიმდინარე სიმბოლური აქციების სერიას სახელწოდებით, „დაგაბოქლომებთ“.

მისი თქმით, ის რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები აპროტესტებენ არ არის მთელი საქართველოს აზრი და სინამდვილეში ხალხი სხვანაირად ფიქრობს.

„დღეს დილიდან რასაც ვუყურებ მხოლოდ უნიჭო პერფორმანსია. ეს ადამიანები 2003 წლიდან ვეღარ განვითარდნენ და მაშინდელი მეთოდოლოგიით სპექტაკლებს აწყობენ, რომელსაც შემდგომ გაგრძელება არ აქვს, რადგან ჩვენ საქართველოში ვნახეთ ზოგი ოფისიდან გაყარეს, ზოგგან ღობეებს მიახტნენ და ჩამოკიდეს ბოქლომები. საოცრებაა, ასეთი პოლიტიკური მარაზმი და მარგინალიზაცია, რაც დაემართათ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს. მსგავსი რამ ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოედგინათ თავად მათ. პირადად ჩემს ოფისთან მოხდა დაპირისპირება თუმცა, ხალხი, რომელიც მოძრაობს ქუჩაში დაუპირისპირდა ამ „გაცვეთილ კმარელებს“ და თავისი სათქმელი უთხრეს. მათ გონიათ, რომ თავინთი შეკრებილი 5 000 აქტივისტის აზრი არის მთელი საქართველოს აზრი, მაგრამ სინამდვილეში, საქართველოში სხვანაირად ფიქრობენ, საქართველოში სხვანაირად ახსოვთ და სხვანაირად ტკივათ ის, რაც გუშინ გამოცადეს. ხალხის მწამებლები აპროტესტებს პროპორციულზე გადასვლას“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics