|
2019-11-21 18:55:07, 1929 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „ლელომ“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართა
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. კერძოდ, „ლელოს“ წევრებს ხელები ყვითელი შარფებით ჰქონდათ შეკრული, რომლითაც ისინი აქციაზე დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავდნენ. როგორც მოძრაბის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არიან და ისინი პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაციის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. „სოლიდარობა პოლიტიკურ პატიმრებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და როგორც ყველა ხედავთ, აქ არის სიმშვიდე, თითქოს არაფერი მომხდარა. გასუსულები არიან, თითქოს ეს არ არის ის უწყება, რომელმაც გუშინ თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდები დაატყვევა, ყოველგვარი კანონიერი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მორიგ ჯერზე, სასამართლოს ხელით განხორციელდა პოლიტიკური სადამსჯელო ოპერაცია, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დღეს მოვედით აქ იმიტომ, რომ დავარღვიოთ ეს სიჩუმე, არ გეგონოთ, რომ ამ კომფორტში შეძლებთ გააგრძელოთ ადამიანების დატყვევება, პოლიტიკური დაკვეთების შესრულება და ამ ქვეყნის დანგრევა. წლებია თქვენ ემსახურებით პოლიტიკურ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ არეულობა გუშინ იმიტომაც იყო, რომ რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა, ეს საქმეები განეხილა და ახლა სისტემა არის კრიზისში, იმიტომ, რომ არ იცის, როგორ იპოვოს მორიგი მონა, რომელიც დაატყვევებს ახალ პარტიას, ახალ ჯგუფს, იმ ადამიანებისა, რომლებიც იბრძვის სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის, თავისუფალი ქვეყნისთვის. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დღეს მოვიდა იმისთვის, რომ პოლიტიკურ პატიმრებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, გვინდა ვუთხრათ, ნუ გექნებათ იმედი, რომ არჩევნების შემდეგ ისევ დაალაგებთ სიტუაციას და დარჩებით სასამართლო ხელისუფლებაში“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)