|
2019-11-20 11:34:54, 1001 ნახვა
საზოგადოება
მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთს მოაწესრიგებენ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, ახლადრეაბილიტირებულ კანდელაკის ქუჩაზე არსებული ვითარება შეისწავლოს და ქსელზე უკანონო დაერთების პრობლემა დროულად მოგვარდეს. კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ კანდელაკის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა კონკრეტული პრობლემა დაფიქსირდა. „ძალიან სამწუხაროა და მიჭირს, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ. როდესაც სამუშაოებს ვამთავრებთ, შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაკვირვებას ვახორციელებთ ქსელზე, რომელიც მიწის ქვეშ არის განთავსებული. არსებობს სპეციალური მანქანა - რობოტი, რომელიც შედის მილში და პირდაპირ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა მილებში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაკეთდა. კანდელაკის ქუჩაზე დაფიქსირდა ორი კონკრეტული ადგილი, სადაც არის უკანონო დაერთება ყოველგვარი ნებართვის გარეშე და მილები, რომელიც რამდენიმე თვის წინ განთავსდა, დაზიანებულია. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. შეურაცხმყოფელია ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება შენი ქალაქის მიმართ“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძის თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში კანდელაკის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის მოწესრიგებას დაიწყებს. „არ ვიცი ეს ვის მიერ არის გაკეთებული, თუმცა რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში დავიწყებთ ამ კონკრეტული ადგილის მოწესრიგებას და გამოვიკვლევთ, იმასაც, თუ ვის მიერ იქნა დაზიანებული. მილიონები იხარჯება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეს ქუჩა ყველასია და შესაბამისად, უფრო მეტი მოფრთხილება გვესაჭიროება ახლადგანხორციელებული პროექტების მიმართ. მინდა, ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს და მოგვარდეს ეს პრობლემა და პარალელურად გამოვლინდეს, ვის მიერ იქნა ჩადენილი ეს უმსგავსობა“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)